...And How Are You?

Lyrics: Davit Lomdize Music: Alex Menabde ვსუნთქავ და ყველა ამოსუნთქვით ვიცლები ვფიქრობ და ყველა სცენარში ვინგრევი ვცოცხლობ იქამდე სანამ არ გარდავიცვლები. მე ისევ ის აღარ ვარ მე ხომ არ ვიცვლები. ამას ინანებ იცი. ახალი დღე ახალი ფიცი. ეგ შენი ცხოვრებაა და არა სხვისი. სინათლე იკარგება ნისლში. და შენ როგორ ხარ? ფიქრები ჭაობია სადაც ვიძირები. (ეკლებიანი) ორმოა და იქ არ ჩადის მზის სხივები. ხელს ვერ გიწვდით მე ხომ მადევს ბორკილები. ხმას ვერ ვიღებ ენაზე დამაჭირეს კბილები. მე ვიცი გადავარჩენ სულს სიცარიელეს არ გავატან გულს. სიბნელეს გაჭრის სხივი. კარგად ვარ სულ ამას ვიტყვი. …და შენ როგორ ხარ?