Music: Tal Mashiach
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა
ალვის ხის ჩამონათალი
წამო ბიჭო გარეთ დავდგეთ
მოვიხადოთ ჩვენი ვალი
რუსთაველი არასოდეს
არ იქნება რუსთა ველი
ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ
ღმერთმა იცის როგორ ველი
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
გამარჯვება სახელოვანი
მტერს ნუ მოთხოვ რომ იცოდეს ექიმი და ხელოვანი
ბოროტსა სძლია კეთილმა
არსება მისი გრძელია
უფალო მადლობელი ვარ
ყველა სიტყვა რომ შენია
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა
ალვის ხის ჩამონათალი
წამო ბიჭო რუსთაველზე
მოვიხადოთ ჩვენი ვალი